იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ ქალის მენსტრუალური ციკლი ნორმალურია, საჭიროა ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება. თუმცა, როცა ძლიერი სისხლდენა გაუთვალისწინებლად ჩნდება და ისეთ დონეს აღწევს, რომ ართმევს სკოლისა და სამსახურის მსგავს ყოველდღიურ აქტივობებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს.
მაშ, ნუთუ საშვილოსნოს ანომალიური სისხლდენის გადაწყვეტა „საშვილოსნოს ამოღების” ოპერაციაა? მეან-გინეკოლოგმა დოც. დოქტორმა თანერ უსთამ ამ კითხვაზე პასუხი და კიდევ მეტი ინფორმაცია გაგვიზიარა.
რა არის საშვილოსნოს ანომალიური სისხლდენის მიზეზები?
საშვილოსნოს ანომალიური სისხლდენის გასათვალისწინებლად საჭიროა სხვადასხვა მიზეზის გამოკვლევა. 3 კვირაზე ხშირად ან 5 კვირაზე იშვიათად განმეორებული ციკლები, 2 დღეზე ნაკლები ან 10 დღეზე მეტხანს გაგრძელებული პერიოდები, გადაჭარბებული სისხლდენა, სქესობრივი კავშირის შემდგომი სისხლდენის მსგავსი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოს ანომალიურ სისხლდენაზე. საშვილოსნოს ანომალიური სისხლდენის ძირითადი მიზეზები ჰორმონებია. ჩვეულებრივ, საკვერცხეებში ოვულაციის შემდეგ, თუ კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდს არ შეხვდა, ორსულობა არ ვითარდება. საშვილოსნოს ყველაზე შიდა ნაწილში ორსულობისთვის მომზადებული ენდომეტრიუმის შრე, თუ ორსულობა არ დადგა, მენსტრუალური სისხლდენის სახით ივანება საშვილოსნოდან. მაგრამ ზოგჯერ რეპროდუქციული სისტემა შეფერხებას განიცდის და, სადაც სისხლდენა არ უნდა ყოფილიყო, შეიძლება გამოვლინდეს ორგანული მიზეზებით (მიომა, პოლიპი, ენდომეტრიუმის გადაჭარბებული გასქელება, საშვილოსნოსგარე ორსულობა, თვითნებური აბორტის საფრთხე, ინფექცია, საშვილოსნოს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო და ა.შ.) ან ჰორმონული მიზეზებით.
მოზარდობის ასაკში და მენოპაუზასთან ახლო ასაკში ჰორმონულმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ქალებში გადაჭარბებული სისხლდენა და წვეთოვანი გამონადენი. ამის გარდა, ორსულობის საწინააღმდეგო აბები და სხვა მედიკამენტები, სწრაფი წონის მატება ან კლება, ემოციური ან ფიზიკური სტრესი ან სპირალის გამოყენება ასევე შეიძლება იყოს ვაგინალური ანომალიური სისხლდენის მიზეზი. ასევე საშვილოსნოში წარმოქმნილი ფიბროიდის (მიომა: საშვილოსნოს გლუვი კუნთის უჯრედებიდან წარმოშობილი და ხშირად კეთილთვისებიანი) ან პოლიპის მსგავსი წარმონაქმნების არსებობასთან ერთად სისხლდენის ან შედედების დარღვევები, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები, საშვილოსნოს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, თირკმელებზე, ღვიძლზე, ფარისებრ ჯირკვალსა და თირკმელზედა ჯირკვლებზე მოქმედი დაავადებები, საშვილოსნოს ან ენდომეტრიუმის ინფექციები (მენჯის ანთებითი დაავადება) ასევე შეიძლება გახდეს ამ დაავადების გამომწვევი.
მკურნალობის მეთოდები
იმ შემთხვევებში, როცა საშვილოსნოს ანომალიური სისხლდენა ქრონიკული დაავადების ან დარღვევის შედეგად ვითარდება, გადაჭარბებული სისხლდენისა და ანემიის (სისხლნაკლებობის) გამომწვევი დაავადების მკურნალობით ეს პრობლემებიც ქრება. მკურნალობა იცვლება პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის შემდგომ შვილის გაჩენის სურვილის მიხედვით. მენოპაუზასთან ახლო ასაკის პაციენტებში კი ჩვეულებრივ ხდება დაავადების მიმდინარეობაზე დაკვირვება.
იმ შემთხვევებში, როცა საშვილოსნოს ანომალიური სისხლდენა ვითარდება უკიდურესად დიდი ზომის ფიბროიდების ან საშვილოსნოს კიბოს შედეგად, შეიძლება საჭირო გახდეს საშვილოსნოს ამოღება. თუმცა საშვილოსნოს ამოღების ოპერაცია ამგვარი მდგომარეობების გარდა მხოლოდ იმ შემთხვევაში აირჩევა, როცა დაავადება ვერ განიკურნება სხვა მკურნალობის მეთოდებით. მაგრამ ბევრ შემთხვევაში საშვილოსნოს ამოღება აუცილებელი მკურნალობის ვარიანტი არ არის, ანუ საშვილოსნო შეიძლება შენარჩუნდეს. საშვილოსნოს ამოღება ძირითადად გამოიყენება მენოპაუზასთან ახლო, უკვე შვილიან და წინა მკურნალობებზე რეაგირების არ მქონე პაციენტებში. საშვილოსნოს ამოღების ოპერაციაც ხშირად ტარდება დახურული ოპერაციით (რობოტული ან ლაპაროსკოპიული). პაციენტები საავადმყოფოში ხშირად მხოლოდ 1 დღით რჩებიან.
