რატომ ვლინდება მენსტრუალური ტკივილი?

ორგანიზმის რეპროდუქციული სისტემის ბუნებრივი პროცესის ფარგლებში, საშვილოსნოს შიდა შრედ, ანუ ენდომეტრიუმად წოდებული ფენის ყოველთვიურად ორსულობისთვის მომზადებით გამოწვეული მენსტრუალური პერიოდი ბევრ ქალში ტკივილის პრობლემასთან ასოცირდება. მენსტრუალური ტკივილი შეიძლება ჩაითვალოს მენსტრუალური ციკლის…

01.08.2021 2 წთ
რატომ ვლინდება მენსტრუალური ტკივილი?
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

ორგანიზმის რეპროდუქციული სისტემის ბუნებრივი პროცესის ფარგლებში, საშვილოსნოს შიდა შრედ, ანუ ენდომეტრიუმად წოდებული ფენის ყოველთვიურად ორსულობისთვის მომზადებით გამოწვეული მენსტრუალური პერიოდი ბევრ ქალში ტკივილის პრობლემასთან ასოცირდება. მენსტრუალური ტკივილი შეიძლება ჩაითვალოს მენსტრუალური ციკლის ბუნებრივ შედეგად და ყველა ქალზე შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით იმოქმედოს. ამ სტატიაში შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია მენსტრუალური ტკივილის წარმოშობისა და მისი მიზეზების შესახებ.

მენსტრუალურ ტკივილთან დაკავშირებით

მენსტრუალური სისხლდენა არის პროცესი, რომელიც ვლინდება საშვილოსნოს შიდა შრის, თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, თვეში ერთხელ გამოდევნით. ამ პროცესში გარკვეული ხარისხის ტკივილის, კრამპისა და დისკომფორტის განცდა ნორმალურად ითვლება. თუმცა მენსტრუალური ტკივილის გამო სახლიდან ვერ გასვლა, სამსახურში ან სასწავლებელში ვერ გამოცხადება ნორმალურად მიჩნეულ დონეს სცილდება. მტკივნეულ მენსტრუაციას ეწოდება „დისმენორეა” და შეიძლება შეინიშნებოდეს ორ სხვადასხვა ტიპად — პირველადი და მეორეული.

https://www.youtube.com/embed/j7DNgsSgN3I

პირველადი დისმენორეის შემთხვევაში ქალები ტკივილს განიცდიან როგორც მენსტრუაციამდე, ისე მენსტრუაციის დროსაც. ზოგიერთ ქალში კი მენსტრუაციის დროს თანდათან ინტენსივდება ტკივილის მდგომარეობა — ეს მდგომარეობა მეორეულ დისმენორეად იწოდება. მენჯის ორგანოებზე ან საშვილოსნოზე მოქმედი ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა მიომები და ენდომეტრიოზი, შეიძლება მიანიშნებდეს მეორეული დისმენორეის არსებობაზე.

მენსტრუალური ტკივილის მიზეზები

მენსტრუალური ტკივილი წარმოადგენს საშვილოსნოს შიდა შრის ორგანიზმიდან გამოსატანად საშვილოსნოში მიმდინარე შეკუმშვების შედეგს. საშვილოსნოს შეკუმშვის დროს საშვილოსნომდე მიღწეული ჟანგბადის რაოდენობის შემცირების გამო ტკივილი ჩნდება. საშვილოსნოს შეკუმშვები ამავდროულად ააქტიურებს ქიმიური ნაერთების წარმოქმნასაც. პროსტაგლანდინად წოდებულმა ამ ჰორმონმა საშვილოსნოს შეკუმშვასთან ერთად შეიძლება გაზარდოს ტკივილის სიმძიმეც.

მენსტრუალური ტკივილის მიზეზები

მენსტრუალური ტკივილის მიზეზების ზუსტად განსაზღვრა ყოველთვის შესაძლებელი ვერ არის. ჩვეულებრივ, უფრო სწორ მიდგომად ითვლება მენსტრუალური ტკივილის წარმოქმნას ზრდადი რისკ-ფაქტორების ხსენება. 20 წლამდე ასაკი, მოწევა, არარეგულარული მენსტრუაციის ციკლის ქონა, არასდროს მშობიარობა, 11 წლამდე ასაკში სქესობრივ მომწიფებაში შესვლა და მტკივნეული მენსტრუაციის ოჯახური ისტორია მენსტრუალური ტკივილის გამზრდელ ფაქტორთა შორისაა.

მენსტრუალურ ტკივილს იწვევი რისკ-ფაქტორები ჩამოთვლილით არ შემოიფარგლება. საშვილოსნოში მიომის არსებობა, მენჯის ანთებითი დაავადება, პრემენსტრუალური სინდრომი, საშვილოსნოს შიდა შრის კუნთის კედლისკენ ზრდა და საშვილოსნოს ყელის ძალზე ვიწროობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული მენსტრუაცია. ყოველივე ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ საზოგადოებაში შოკოლადის კისტის სახელით ცნობილი ენდომეტრიოზის დაავადებაც შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს მტკივნეული მენსტრუალური პერიოდისა.

მენსტრუალური ტკივილისა და ენდომეტრიოზის ურთიერთკავშირი

მენსტრუალურ პერიოდში მუდმივად განმეორებადი, საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ტკივილები ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შემხვდარ ენდომეტრიოზის სიმპტომს შორისაა. ენდომეტრიოზის დროს ყოველთვიურად გამოდევნილი საშვილოსნოსშიდა შრე ორგანიზმიდან ვერ გამოიდევნება და მუცლის ღრუს არეში საკვერცხეებში, ფალოპის მილებში და სხვადასხვა წერტილში გროვდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური პერიოდების ძალიან მტკივნეულად გავლა.

https://www.youtube.com/embed/mLuyadZR6rE

რა შველის მენსტრუალურ ტკივილს?

მართალია, მენსტრუალური ტკივილის მიზეზები „რა შველის მენსტრუალურ ტკივილს?” კითხვის პასუხებს შეიძლება ცვლიდეს, თუმცა ზოგადი რჩევების მიცემა შესაძლებელია. მუცლის არეზე მსუბუქი მასაჟის გაკეთება, ზურგისა და მენჯის არეზე თბილი პირსახოცის დადება, თბილი შხაპის მიღება, კაკაოთი მდიდარი და მაგნიუმის მაღალი შემცველობის საკვების მიღება, მსუბუქი საკვების მიღება, ვარჯიში, მენსტრუალური პერიოდის დაწყებამდე, სპეციალისტი ექიმის რჩევითაც, ანთების საწინააღმდეგო თვისების მქონე მედიკამენტების მიღება და, ასევე, ექიმის რჩევების შესაბამისად, ვიტამინების, მინერალებისა და მაგნიუმის დანამატების გამოყენება შეიძლება დაეხმაროს მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქებას.

თუ მენსტრუალური ტკივილის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეინიშნება, აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგ-მეან სპეციალისტს. ამგვარად, მენსტრუალური ტკივილის მთავარი მიზეზი ან მიზეზები სწორად შეიძლება დადგინდეს და საჭირო მკურნალობის დანიშვნით შესაძლებელი გახდება როგორც უფრო ჯანმრთელი პროცესის დაწყება, ისე მენსტრუალური ტკივილისგან თავის დაღწევაც.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით