რატომ ვითარდება მენსტრუაციის წინა დაძაბულობის სინდრომი?

მენსტრუაციის წინა დაძაბულობის სინდრომი დაავადებაა, რომელიც დაახლოებით ყოველი 4 ქალიდან 3-ში სულ მცირე ერთხელ მაინც ვლინდება და თავს ავლენს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ემოციური ცვლილებები, მკერდის მგრძნობელობა, კვების პათოლოგიური სურვილები, დაღლილობა,…

13.05.2020 2 წთ
რატომ ვითარდება მენსტრუაციის წინა დაძაბულობის სინდრომი?
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

მენსტრუაციის წინა დაძაბულობის სინდრომი დაავადებაა, რომელიც დაახლოებით ყოველი 4 ქალიდან 3-ში სულ მცირე ერთხელ მაინც ვლინდება და თავს ავლენს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ემოციური ცვლილებები, მკერდის მგრძნობელობა, კვების პათოლოგიური სურვილები, დაღლილობა, ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა, გაღიზიანებადობა, სხეულის წონის მატება და დეპრესია.

ამ სიმპტომების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია პროგნოზირებადი ციკლის ქონა. თუმცა როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ცვლილებები და მათი ინტენსივობა პიროვნებიდან პიროვნებამდე განსხვავდება. მეან-გინეკოლოგმა დოც. დოქტორმა თანერ უსთამ ამ საკმაოდ ხშირად გვხვედრი სინდრომის სიმპტომები და მიზეზები გაგვიზიარა.

რა არის სინდრომის სიმპტომები?

მენსტრუაციის წინა დაძაბულობის სინდრომს ძალიან მრავალფეროვანი სიმპტომები აქვს. ეს სიმპტომები ემოციური, ქცევითი და ფიზიკური სახისაა. ემოციურ და ქცევით ცვლილებებს შორისაა დაძაბულობა და შფოთვა, დეპრესია, ტირილის შეტევები, განწყობის ცვლილებები, უკონტროლო რისხვა, კვების ჩვევების ცვლილება და კვების პათოლოგიური სურვილები, ძილის სირთულეები, სოციალური ჩაკეტილობა, კონცენტრაციის სირთულეები და ლიბიდოს ცვლილებები. სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, წონის მატება, მუცლის ტკივილი, მკერდის მგრძნობელობა, გამონაყარი, დიარეა ან ალკოჰოლის აუტანლობა კი სინდრომში გამოვლენილი ფიზიკური სიმპტომებია.

ეს ცვლილებები ჩვეულებრივ იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ბევრ ქალში ქრება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-4-5 დღეს. მცირერიცხოვან ქალებში ეს ეფექტები უკიდურესად ძლიერი ხდება. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა კი ეწოდება პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.

რა არის ცნობილი მიზეზები?

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ზუსტად რომელი მიზეზები იწვევს მენსტრუაციის წინა დაძაბულობის სინდრომს. თუმცა ითვლება, რომ ეს სინდრომი რამდენიმე ფაქტორის ერთდროული გამოვლენით ვითარდება. ამათგან პირველ ადგილზეა ციკლის წინ ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები. ეს მდგომარეობა ქრება ორსულობასთან ან მენოპაუზასთან ერთად.

გარდა ამისა, ითვლება, რომ ამ პერიოდში ტვინში მომხდარი ქიმიური ცვლილებებიც მენსტრუაციის წინა დაძაბულობის სინდრომის მიზეზია. ნეიროტრანსმიტერის ფუნქციის მატარებელი სეროტონინის რაოდენობის კლება იწვევს განწყობის ცვლილებებს და, შესაბამისად, დეპრესიას, დაღლილობას, კვების პათოლოგიურ სურვილებს ან ძილის პრობლემებს. და ბოლოს, დაუდგენელმა დეპრესიამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს სინდრომი. თუმცა მხოლოდ დეპრესია არ იწვევს ყველა სიმპტომს. მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კვების ჩვევების ცვლილება, ორსულობის საწინააღმდეგო აბები, აქტივობა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებული მცირე ცვლილებები ან სხვადასხვა მკურნალობის მეთოდები ეხმარება მენსტრუაციის წინ განცდილი დაძაბულობის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამ დროს მნიშვნელოვანია წარმოქმნილი პრობლემების ცხოვრებაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილება.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით