სუნთქვის ტექნიკები მშობიარობის დროს

ბუნებრივი მშობიარობის დროს „მშობისას“ დაგჭირდებათ ძლიერი სუნთქვა და ძლიერი მუცლის კუნთები. ქვემოთ მოცემულ ტექსტში ნახავთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ შეკუმშვების დროს თქვენს ბავშვს მაქსიმალური ჟანგბადი მიეწოდოს. რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ…

06.01.2019 2 წთ
სუნთქვის ტექნიკები მშობიარობის დროს
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

ბუნებრივი მშობიარობის დროს „მშობისას“ დაგჭირდებათ ძლიერი სუნთქვა და ძლიერი მუცლის კუნთები. ქვემოთ მოცემულ ტექსტში ნახავთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ შეკუმშვების დროს თქვენს ბავშვს მაქსიმალური ჟანგბადი მიეწოდოს. რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ ორსულობის პერიოდში მშობიარობის აქტის დროს გამოსაყენებელ სწორ სუნთქვის ტექნიკებს, მით უკეთ დაეუფლებით მათ. მშობიარობის აქტის დროს სწორი სუნთქვა ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი: მშობიარობის აქტის დროს გარკვეული ინტერვალებით მომდინარე საშვილოსნოს შეკუმშვების დროს თქვენს ბავშვთან მიმავალი სისხლის ნაკადი შედარებით მცირდება. ეს ფიზიოლოგიური, ანუ ნორმალური მდგომარეობაა. თუ ამ დროს ღრმად ჩაისუნთქავთ, თქვენს სისხლში ნორმალურ სუნთქვასთან შედარებით მეტი ჟანგბადი გადადის და ეს დამატებითი ჟანგბადი ხელს უშლის შეკუმშვების დროს ბავშვის ჟანგბადის უკმარისობას. სწორი სუნთქვის კიდევ ერთი მნიშვნელობა ის არის, რომ შეკუმშვების დროს შესაძლო ტკივილი გონებრივად უფრო სუსტად აღიქმება, ვინაიდან თქვენი ყურადღება უფრო მეტად სწორ სუნთქვაზეა ფოკუსირებული.

სავარჯიშოები

მოდუნება: დაწექით იატაკზე და მოიკეცეთ მუხლები. შეგნებულად, თანმიმდევრულად მოადუნეთ სხეულის ყველა კუნთი. სცადეთ და დაინახავთ, რამდენად რთულია ეს. მაშინაც კი, როცა გეგონებათ, რომ ყველა კუნთი მოადუნეთ, ხელახალი შემოწმებისას შეიძლება დაინახოთ, რომ ზოგიერთი კუნთი ჯერ კიდევ დაჭიმულია. იზრუნეთ სრულად მოდუნებაზე. ღრმა სუნთქვა: თუ დარწმუნებული ხართ, რომ სრულად მოდუნებული ხართ, ეცადეთ იგრძნოთ, თითქოს 45-50 წამიანი შეკუმშვა გაქვთ. ცხვირით (თუ ცხვირი გავსებული გაქვთ, პირით) რაც შეიძლება ღრმად და ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ, შემდეგ იგივე ნელი ტემპით ამოისუნთქეთ პირით. ამ დროს კვლავ შეამოწმეთ, რომ ყველა კუნთი მოდუნებულია. განაგრძეთ ეს პროცედურა, სანამ თქვენს წარმოსახვაში გაცოცხლებული შეკუმშვები გრძელდება. ყურადღება: თუ სუნთქვის პროცესს ძალიან სწრაფად შეასრულებთ, თქვენს სისხლში ნახშირორჟანგი სწრაფად შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება დროებითი გონების დაკარგვის მსგავს მდგომარეობამდეც კი მიგიყვანოთ, ამიტომ ღრმა სუნთქვის პროცედურა ნელ-ნელა შეასრულეთ. 45-50 წამიან შეკუმშვაზე 5-7 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა შესაფერისია. მუცლით სუნთქვის ტექნიკა: ეს ვარჯიში ხელს უწყობს მუცლის კუნთების მოდუნებას და ასევე ხელს უშლის დაჭიმულ კუნთებს, საშვილოსნოზე ზედმეტი წნევა არ მოახდინონ: დაწექით იატაკზე და ხელები დაიდეთ მუცელზე. ღრმად ჩაისუნთქეთ ისე, რომ მუცელი „გაბერდეს“. ეს პოზა შეინარჩუნეთ, სანამ გულში ხუთამდე ითვლით. ამოისუნთქეთ პირით და ეს პროცედურა გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით