რთული მშობიარობები, დაბერება და გენეტიკური მიდრეკილება ქალებში დროთა განმავლობაში შეიძლება საშვილოსნოს დაშვების მიზეზი გახდეს. თუმცა საშვილოსნოს დაშვება მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში არ ვლინდება, ის ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება გამოვლინდეს. საშვილოსნოს დაშვება ღრმად აისახება ცხოვრების კომფორტზე. დროულად ჩაურევლობის შემთხვევაში საშვილოსნოს დაშვებამ შეიძლება სისხლდენები გამოიწვიოს და, ამავე დროს, გენიტალური არე ინფექციების მიმართ უფრო დაუცველი გახდეს. საშვილოსნოსთან ერთად ეშვება შარდის ბუშტიც და მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილიც. ნორმალურ მდგომარეობაში ეს ორგანოები დიდად არ მოძრაობენ, თუმცა დაშვების დაწყებასთან ერთად ნორმაზე უფრო დიდი ზეგავლენა აქვთ. ამიტომ საჭიროა, რომ პაციენტები ექიმს მიმართონ მანამ, სანამ შედეგები დამძიმდება. განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებს ურჩევენ, რეგულარულად გაიარონ შემოწმება.
რა ნიშნები აქვს დაშვებას?
მსუბუქი ხარისხის დაშვება ჩვეულებრივ არანაირ ნიშანს არ ავლენს. თუმცა რაც უფრო იზრდება დაშვების სიმძიმე, მით უფრო მატულობს ნიშნების რაოდენობაც. საშუალო ხარისხის დაშვებისას ჩვეულებრივ ვითარდება ტკივილი ზურგისა და მუცლის ქვედა არეში. ეს ნიშნები ხანგრძლივად ფეხზე დგომისას კიდევ უფრო ძლიერდება. გარდა ამისა, საშვილოსნოს დაშვების ნიშნებს ემატება ძლიერი ტკივილი სქესობრივი აქტის დროსაც. მძიმე ხარისხის დაშვებისას კი საშვილოსნო გარედან თვალით ხილულ დონეს აღწევს. ჩნდება შეგრძნება, თითქოს ვაგინაში დიდი წარმონაქმნია.
ვლინდება თუ არა დაშვებასთან ერთად შარდის შეუკავებლობა?
დაშვების მძიმე სტადიებზე შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოვლინდეს ხველების, დაცემინების, სიცილის ან კიბეზე ასვლის დროს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს გაძნელება ან უუნარობა მცირე თუ დიდი საჭიროებისთვის ტუალეტში სიარულის დროს.
რა მეთოდებით მკურნალობენ?
საშვილოსნოს დაშვების მკურნალობა იცვლება დაავადების მასშტაბის, პაციენტის მდგომარეობისა და ზოგადი ჯანმრთელობის მიხედვით. პირველ რიგში რეკომენდებულია, რომ პაციენტმა შეასრულოს კეგელის ვარჯიშები, რომლებიც ვაგინისა და ამ არის კუნთების გამაგრებას ემსახურება (მენჯის ძვლის ფსკერს ამოგებულ და მის შიგნით არსებულ ორგანოებს ადგილზე შემაკავებელ კუნთთა ჯგუფს მენჯის ფსკერის კუნთებს, ხოლო ამ კუნთების გასაძლიერებელ ვარჯიშებს მენჯის ფსკერის ვარჯიშებს უწოდებენ). მაგრამ თუ დაშვების მასშტაბი ძალიან დიდია, ამ ვარჯიშებით მკურნალობა ან დახმარება ნაკლებად შესაძლებელია. ამ პაციენტებს კი ქირურგიულ ოპერაციას ურჩევენ. ამ ოპერაციებში დაშვებული ქსოვილები აღდგება და ძველი, ჯანსაღი ანატომიური აგებულება მიიღწევა.
რა ვარიანტები არსებობს ქირურგიული მკურნალობისთვის?
დღესდღეობით დაშვების ქირურგიულ მკურნალობაში 2 ძირითადი მიდგომაა. პირველი ვაგინალური (ქვემოდან), მეორე კი მუცლის მხრიდან შესრულებული მეთოდები. მუცლის მხრიდან შესრულებული მეთოდები კი წარმატებით სრულდება ლაპაროსკოპიულად ან რობოტის დახმარებით. ამ ოპერაციაში ვაგინალურად ან მუცლის მხრიდან მიიღწევა საშვილოსნოს ადგილზე შემაკავებელი იოგები და ხდება მისი ზემოთ დაკიდება.
აუცილებლად უნდა ამოიღონ საშვილოსნო დაშვების ოპერაციებში?
აქაც 2 ძირითადი მიდგომაა: საშვილოსნოს შენახვისა და ამოღების. დღესდღეობით საშვილოსნოს მარტივად შენახვით შეიძლება დაშვების გამოსწორება. თანმხლები დაავადების, ხანდაზმული ასაკის და მისთანა შემთხვევებში კი პაციენტთან დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვის შემდეგ შეიძლება საშვილოსნოს ამოღება და დაშვების გამოსწორება.
როგორია რობოტის დახმარებით შესრულებული ქირურგიის წარმატება საშვილოსნოს დაშვების მკურნალობაში?
დღესდღეობით ის წარმატებით გამოიყენება საშვილოსნოს დაშვების მკურნალობაში. ოპერაციის მცირე ჭრილობებიდან შესრულება, მცირე სისხლდენა, ნაკლები ტკივილი და სწრაფი აღდგენის პერიოდი მის ძირითად უპირატესობებს წარმოადგენს. პაციენტები ნაკლებ დროს რჩებიან საავადმყოფოში. ისინი ერთ ან 2 დღეში გაწერენ.
შეიძლება თუ არა ქირურგიული მკურნალობის შემდეგ დაშვების ხელახლა გამოვლენა?
თუმცა ამ ოპერაციების შემდეგ დაშვება შეიძლება ხელახლა გამოვლინდეს. ამაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორებიდან პირველ ადგილზეა კარგი ქირურგიის შესრულება, პაციენტის ქსოვილების აღდგენის უნარი და ის, თუ რამდენად მკაცრად იცავს პაციენტი ოპერაციის შემდგომ რეკომენდაციებს. ამგვარი ოპერაციების შემდეგ შემაერთებელ ქსოვილში სასურველი სრული აღდგენა დაახლოებით 3 თვეში ხდება. ამ 3-თვიან პერიოდში კი ის, რომ პაციენტი მძიმეს არ წევს, ყაბზობა არ აქვს და მისთანა გარემოებები ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს აღდგენაზე.
