„ადენომიოზი” (საშვილოსნოს შოკოლადის კისტის დაავადება)

რთულად და გვიან დიაგნოსტირებადი ადენომიოზის დაავადება რას წარმოადგენს?ადენომიოზი საშვილოსნოს შიდა გარსის საშვილოსნოს უფრო ღრმად მდებარე კუნთის კედლისკენ დამკვიდრებით წარმოქმნილი დაავადებაა. ეს პრობლემა, განსაკუთრებით მენსტრუალურ პერიოდში, იწვევს საზარდულის სერიოზულ ტკივილებს, არანორმალურ…

25.03.2021 2 წთ
„ადენომიოზი” (საშვილოსნოს შოკოლადის კისტის დაავადება)
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

რთულად და გვიან დიაგნოსტირებადი ადენომიოზის დაავადება რას წარმოადგენს?

ადენომიოზი საშვილოსნოს შიდა გარსის საშვილოსნოს უფრო ღრმად მდებარე კუნთის კედლისკენ დამკვიდრებით წარმოქმნილი დაავადებაა. ეს პრობლემა, განსაკუთრებით მენსტრუალურ პერიოდში, იწვევს საზარდულის სერიოზულ ტკივილებს, არანორმალურ ვაგინალურ სისხლდენას და შებერილობას, ამავდროულად უარყოფითად მოქმედებს პაციენტის ცხოვრების ხარისხზეც. მენჯის ტკივილმა შეიძლება თავდაპირველად მხოლოდ მენსტრუალურ პერიოდში იჩინოს თავი, შემდეგ კი მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. სქესობრივი კავშირის დროსაც შეიძლება თან ახლდეს ტკივილის ჩივილები. ადენომიოზი შეიძლება მთელ საშვილოსნოში გამოვლინდეს, ან მხოლოდ საშვილოსნოს რომელიმე ნაწილში წარმოიშვას. ადენომიოზი კეთილთვისებიან მდგომარეობად ითვლება, თუმცა მისმა შედეგებმა შეიძლება ძალზე უარყოფითად იმოქმედოს ქალების ცხოვრების ხარისხზე და ამიტომ ჩივილის მქონე პაციენტებში საჭიროებს მკურნალობას.

როგორ მკურნალობენ ადენომიოზს?

ადენომიოზის დიაგნოსტირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ისტორია. პაციენტს ჩივილი აქვს მტკივნეული მენსტრუალური ციკლისა და სისხლდენის როგორც ხანგრძლივობის, ისე რაოდენობის სიჭარბის გამო. სქესობრივი კავშირის დროსაც შეიძლება შეინიშნებოდეს ტკივილი. ჩივილები, ჩვეულებრივ, დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. ისინი მოულოდნელად არ ჩნდება. ჩივილები ნელ-ნელა, თუმცა თანდათან მზარდი ტენდენციით მატულობს. გინეკოლოგიურ შემოწმებაზე მნიშვნელოვანია რბილი, მტკივნეული, საშვილოსნოს გადაადგილებისას ტკივილის უფრო მეტად გამწვავება. ბავშვის ყოლის სურვილის მიუხედავად ორსულობის დადგომის შეუძლებლობაც ერთ-ერთი ხშირად შემხვედრი მდგომარეობაა. ულტრასონოგრაფიით მარტივად დგინდება დიაგნოზი. ამ დიაგნოზის დასმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ამ სფეროში გამოცდილება ჰქონდეს. თუ დიაგნოზი გაურკვეველ მდგომარეობაშია, შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგნიტურ-რეზონანსული (MR) ვიზუალიზაციაც.

ადენომიოზის მკურნალობა შეიძლება იცვლებოდეს პაციენტის მიერ განცდილი სიმპტომების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. გარდა ამისა, მკურნალობის განმსაზღვრელი ფაქტორია ისიც, სურს თუ არა პაციენტს ბავშვის ყოლა.

მსუბუქი სიმპტომების მქონე ადენომიოზი შეიძლება კონტროლის ქვეშ იქნას მოქცეული მარტივი ტკივილგამაყუჩებლებით, მაგნიუმითა და წარმოქმნილი კრამპების შესამსუბუქებლად გამოყენებული თბილი წყლის ჩანთებითა თუ გამათბობლებით. გარდა ამისა, ადენომიოზის მკურნალობაში გამოყენებადი მეთოდებია მედიკამენტების მიღება, ჰორმონული თერაპია, ჰორმონის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა საშუალებები, საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია, ენდომეტრიალური აბლაცია და ბავშვის მყოლ პირებში ჰისტერექტომია.

ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტური მკურნალობა

ადენომიოზის გამო წარმოქმნილი ტკივილის მოსახსნელად შეიძლება გამოყენებულ იქნას სტეროიდების გარეშე ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ამ მედიკამენტების მიღება, ჩვეულებრივ, იწყება მენსტრუაციის დაწყებამდე 1-2 დღით ადრე და გრძელდება მენსტრუაციის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.

ჰორმონული თერაპია

ლევონორგესტრელის გამომყოფი, საშვილოსნოში მოთავსებული საშუალებებით (საშვილოსნოსშიდა საშუალება — სპირალი) შესაძლებელია ძლიერი მტკივნეული პერიოდებისა და არანორმალური ვაგინალური სისხლდენის კონტროლი.

საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია

ეს პროცედურა, რომელიც, ფაქტობრივად, მიომის მკურნალობაში მიომების შესამცირებლად გამოიყენება, ადენომიოზის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის ნაკადის უზრუნველმყოფი სისხლძარღვების გადასაკეტად. ამ პროცედურისთვის გამოყენებული ნაწილაკები პაციენტის ბარძაყის არტერიაში მოთავსებული მილის საშუალებით მიემართება. სისხლის ნაკადის შეწყვეტასთან ერთად ადენომიოზი მცირდება.

ენდომეტრიალური აბლაცია

ეს მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა და ძირითადად საშვილოსნოს შიდა ზედაპირის განადგურებას ან მოცილებას გულისხმობს. გამოიყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად იმ შემთხვევაში, როცა ადენომიოზი საშვილოსნოს კუნთის კედელში ღრმად არ შეღწეულა. მას ურჩევენ ჰისტერექტომიამდე რეპროდუქციული ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ჰისტერექტომია

ზემოთ ხსენებული ყველა მკურნალობა მიმართულია ადენომიოზის სიმპტომების შემსუბუქებისკენ. ადენომიოზის ერთადერთი და საბოლოო მკურნალობაა ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა. სიმპტომების ძალზე მძიმე დონეზე ყოფნის შემთხვევაში ეს არჩეული მკურნალობის მეთოდია. თუმცა საშვილოსნოს სრულად მოცილებით ორსულობის შანსი ქრება, ამიტომ ამ პრობლემის მქონე ქალებმა ან უკვე უნდა დაასრულონ ბავშვების ყოლა, ან გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეთ, აღარ დაორსულდნენ.

იწვევს თუ არა ადენომიოზი უნაყოფობას?

ადენომიოზისა და უნაყოფობის ურთიერთკავშირთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ამ პრობლემის მქონე ქალების უმეტესობას ამავდროულად შოკოლადის კისტაც, ანუ ენდომეტრიოზიც აღენიშნება. ამის გამო ადენომიოზისა და უნაყოფობის პირდაპირ დაკავშირება რთულია, თუმცა მიჩნეულია, რომ ის უნაყოფობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩატარებულ კვლევებში ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემას შეიძლება ჰქონდეს როლი, რომელიც უნაყოფობას უწყობს ხელს.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით