სამი განზომილება საშვილოსნოს დაშვებაში!

მენჯის ფსკერზე განლაგებული კუნთებისა და იოგების რაიმე მიზეზით შესუსტების და საშვილოსნოსთვის საჭირო საყრდენის ვერუზრუნველყოფის შედეგად ვლინდება პრობლემა, რომელსაც ეწოდება „საშვილოსნოს დაშვება". ამ საყრდენს მოკლებული საშვილოსნო თანდათან საშოსკენ იწევს და ზოგ…

30.09.2019 2 წთ
სამი განზომილება საშვილოსნოს დაშვებაში!
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

მენჯის ფსკერზე განლაგებული კუნთებისა და იოგების რაიმე მიზეზით შესუსტების და საშვილოსნოსთვის საჭირო საყრდენის ვერუზრუნველყოფის შედეგად ვლინდება პრობლემა, რომელსაც ეწოდება „საშვილოსნოს დაშვება”. ამ საყრდენს მოკლებული საშვილოსნო თანდათან საშოსკენ იწევს და ზოგ შემთხვევაში საშოდან გარეთ გამოდის.

საშვილოსნოს დაშვება განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ერთზე მეტი ბუნებრივი მშობიარობის გამვლელ ან მენოპაუზაში მყოფ ქალებში, თუმცა შეიძლება განვითარდეს თითქმის ნებისმიერი ასაკის ქალში.

ყურადღება: საშვილოსნოს დაშვება ბევრ შემთხვევაში მარტო არ არის. მას შეიძლება თან ახლდეს სხვა ორგანოების დაშვებაც!!!

საშვილოსნოს დაშვებას ბევრ შემთხვევაში ახლავს თან შარდის ბუშტისა (შარდსაწური) და სწორი ნაწლავის (განავლის საბოლოო შენახვის ადგილი) დაშვებაც. ამიტომ გასინჯვისას აუცილებლად საჭიროა მათი დეტალური შეფასება. ეს დეტალური შეფასება წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან პირველ საფეხურს, რომელიც განაპირობებს შემდგომი მკურნალობის პროცესის წარმატებას.

საშვილოსნოს დაშვება მისი სიმძიმის მიხედვით ფასდება ოთხ სხვადასხვა სტადიად. მსუბუქი, საშუალო, მძიმე და უკიდურესად მძიმე დაშვების სტადიები ერთმანეთისგან ადვილად გამოირჩევა სიმპტომების, ჩივილების და გინეკოლოგიური გასინჯვის საშუალებით. დღეისათვის რობოტული ქირურგიით ჩატარებული ოპერაციების წყალობით საშვილოსნოს დაშვება სრულად განიკურნება.

საშვილოსნოს დაშვების სიმპტომები

პირველი ხარისხის (საწყისი) დაშვება ჩვეულებრივ არანაირ სიმპტომს არ ავლენს. ხშირად გვხვდება ბუნებრივი მშობიარობის გამვლელ ქალებში. თუმცა საშუალო ხარისხის დაშვებასთან ერთად სიმპტომები იწყება. ყველაზე ხშირ სიმპტომებს შორისაა მენჯის მიდამოში სიმძიმის შეგრძნება, საშოდან გარეთ ორგანოების წარმონაქმნის სახით გამოსვლა, ზოგიერთ პაციენტში კი შარდის შეუკავებლობაც.

საშვილოსნოს დაშვებასთან ერთად შეიძლება ერთდროულად შეინიშნოს როგორც შარდის შეუკავებლობა, ისე შარდვის გაძნელება!!!

გარდა ამისა, საშოსმიერი სისხლდენა, განმეორებითი შარდის ბუშტის ინფექცია, შეკრულობა და სქესობრივი კავშირის სირთულეც საშვილოსნოს დაშვების სიმპტომებს შორისაა. პირველი ხარისხის დაშვების დროს ჩვეულებრივ არჩევენ პრევენციულ მკურნალობას. თუმცა პრობლემის პროგრესირების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი ხდება.

უკიდურესად მძიმე დაშვების სტადიაში კი ტარდება ჰისტერექტომია — საშვილოსნოს ამოღების ოპერაცია. ეს პროცედურა ბოლო წლებში რობოტული ქირურგიით ადვილად შეიძლება ჩატარდეს.

რობოტული ქირურგიული ოპერაცია

დღეისათვის ჰისტერექტომიის ოპერაციისთვის რობოტული ქირურგია ყველაზე ხშირად არჩეულ მეთოდებს შორისაა. კლასიკურ ლაპაროსკოპიულ მეთოდთან შედარებით სამგანზომილებიანი და გადიდებული გამოსახულების უზრუნველყოფის, უფრო ზუსტი ჩარევების შესაძლებლობის და როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის კომფორტული ოპერაციული გარემოს შექმნის წყალობით, რობოტული ქირურგიით ოპერაცია უფრო წარმატებით და მოკლე დროში სრულდება.

აუცილებელია თუ არა საშვილოსნოს დაშვებისას საშვილოსნოს ამოღება?

საშვილოსნოს დაშვების დროს აუცილებელი არ არის საშვილოსნოს ამოღება. საშვილოსნოს ამოღების გარეშეც შესაძლებელია მისი მიმაგრება მუცლის ღრუში არსებულ ჯანსაღ იოგებზე, რითაც საშვილოსნოს დაშვება განიკურნება. ეს რთული ოპერაციები, რომლებსაც ბევრი წვრილმანი დეტალი გააჩნია, რობოტული ქირურგიით უფრო ადვილად სრულდება.

გარდა ამისა, რობოტული ქირურგიით ოპერაციის პატარა ჭრილიდან ჩატარება მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობასა და ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდს.

რობოტული ქირურგიული ჩარევისას პაციენტზე ხდება რაც შეიძლება მინიმალური ჩარევა, რის გამოც ოპერაციის დროს მიმდებარე ქსოვილებზე ზიანის მიყენების რისკი და ოპერაციის შემდეგ ამ მიდამოში გართულების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით