მეტი რძის პროდუქტი, ნაკლები რისკი

დადგენილია, რომ ზრდასრულებსა და მოზარდებში რძისა და რძის პროდუქტების მიღება ასოცირებულია ენდომეტრიოზის (შოკოლადის კისტის) დაბალ რისკთან.34-51 წლის მონაწილეების ლიცეუმის პერიოდის კვების ჩვევებთან დაკავშირებით ჩატარებული და 581 პრემენოპაუზური ენდომეტრიოზის შემთხვევის დამადასტურებელი…

07.11.2019 1 წთ
მეტი რძის პროდუქტი, ნაკლები რისკი
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

დადგენილია, რომ ზრდასრულებსა და მოზარდებში რძისა და რძის პროდუქტების მიღება ასოცირებულია ენდომეტრიოზის (შოკოლადის კისტის) დაბალ რისკთან.

34-51 წლის მონაწილეების ლიცეუმის პერიოდის კვების ჩვევებთან დაკავშირებით ჩატარებული და 581 პრემენოპაუზური ენდომეტრიოზის შემთხვევის დამადასტურებელი გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ რძის პროდუქტები რისკთან პირდაპირ პროპორციულ კავშირშია. დაფიქსირდა, რომ მოზარდობის პერიოდში დღეში 4 პორციის რძის პროდუქტის მიღება დღეში ერთ ან ნაკლებ პორციასთან შედარებით ამცირებდა ენდომეტრიოზს 32%-ით, და დაბალცხიმიან თუ მაღალცხიმიან პროდუქტებს მსგავსი ეფექტი ჰქონდათ.

დადგენილია, რომ განსაკუთრებით იოგურტი და ნაყინი უკავშირდება უფრო დაბალ რისკს; შესაბამისად, მოზარდობის პერიოდში კვირაში ორი ან მეტი პორცია იოგურტის მიღება, კვირაში ერთ პორციაზე ნაკლების მიღებასთან შედარებით, ამცირებდა ენდომეტრიოზს 29%-ით. იმავე მიმართულებით დადგინდა, რომ ნაყინის მიღებამ შეამცირა ენდომეტრიოზის რისკი 38%-ით.

ეს კავშირი შეიძლება ახსნილ იქნას მრავალი ჰიპოთეზით. კვლევა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ რძის პროდუქტებში არსებული D ვიტამინისა და კალციუმის შემცველობა ამცირებს ანთებასა და ოქსიდაციურ სტრესს და, შესაბამისად, ამცირებს ენდომეტრიოზის რისკს, მიანიშნებს, რომ მოზარდობის პერიოდში რძის პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმირება შეიძლება ეფექტური იყოს ენდომეტრიოზის შემცირებაში.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით