ქირურგის მიერ კონტროლირებადი ოპერაცია

ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაშიც მრავალ ოპერაციაში გამოყენებული რობოტული ქირურგიის მეთოდი განვითარებული ტექნოლოგიის წყალობით, პაციენტებთან ერთად ექიმებსაც კომფორტულ სამუშაო გარემოს სთავაზობს.რობოტულ მკლავებზე განთავსებული სამგანზომილებიანი და გადიდებული გამოსახულების მიმცემი კამერის წყალობით უსაფრთხო…

30.05.2019 1 წთ
ქირურგის მიერ კონტროლირებადი ოპერაცია
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაშიც მრავალ ოპერაციაში გამოყენებული რობოტული ქირურგიის მეთოდი განვითარებული ტექნოლოგიის წყალობით, პაციენტებთან ერთად ექიმებსაც კომფორტულ სამუშაო გარემოს სთავაზობს.

რობოტულ მკლავებზე განთავსებული სამგანზომილებიანი და გადიდებული გამოსახულების მიმცემი კამერის წყალობით უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველმყოფი, „Da Vinci“-ს სახელით ცნობილი რობოტი სამი ძირითადი სისტემისგან შედგება. მოსახლეობაში გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ოპერაციას რობოტი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით არ ატარებს.

ოპერაციას ატარებს ქირურგი, რომელიც ზის კონსოლთან, სადაც კონტროლდება და იმართება რობოტული მკლავები. სამი ძირითადი სისტემისგან შემდგარ მოწყობილობას, კონსოლის გარდა, აქვს რობოტული მკლავების ნაწილი და კოშკის ნაწილი, სადაც განთავსებულია კამერის სისტემა და სინათლის წყარო.

სრული კონტროლი რობოტული ქირურგიით

კონსოლთან მჯდომი ქირურგი აქედან მართავს მთელ სისტემასა და ოპერაციას. განვითარებული კონტროლის მექანიზმისა და ხელის კანკალის გარეშე მომუშავე ზუსტი რობოტული მკლავების წყალობით, ოპერაცია უსაფრთხოდ სრულდება.

კონსოლზე განთავსებული პედლები და საკონტროლო ბლოკი არის ის ერთეულები, რომლებიც მთელ მოძრაობას უზრუნველყოფენ. კონსოლთან მჯდომი ქირურგი ხელებს საკონტროლო ნაწილებში ათავსებს და აქედან, ხელის, თითებისა და მაჯის მოძრაობებით მართავს რობოტულ მკლავებს.

გავლენას ახდენს თუ არა ქირურგის ნაკლები დაღლილობა პაციენტის ოპერაციაზე?

ჩვენი პასუხი ცალსახად დადებითია. ქირურგი თავს ზედა ნაწილს რგებს და კამერიდან მიღებული სამგანზომილებიანი, 10-15-ჯერ გადიდებული გამოსახულების საშუალებით ატარებს ოპერაციას. კონსოლის სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობის წყალობით, ყველა ექიმს შეუძლია მისი პრობლემების გარეშე გამოყენება. გარდა ამისა, ოპერაციის ჩამტარებელი ქირურგის ჯდომითი პოზიცია ამცირებს მის დაღლილობას, ზრდის კონცენტრაციას და მინიმუმამდე დაჰყავს დაღლილობით გამოწვეული შეცდომები.

ზუსტი მოძრაობები

ახალი თაობის ქირურგიის მიერ შემოტანილი მოწინავე ტექნოლოგიის წყალობით, ოპერაცია ღია მეთოდთან შედარებით გაცილებით ზუსტი ხდება. 540 გრადუსამდე ბრუნვის უნარის მქონე რობოტული მკლავები საშუალებას იძლევა ჩარევა მოხდეს ისეთ ქსოვილებზეც, რომლებზეც ჩვეულებრივი მეთოდებით ძნელად თუ მოხერხდებოდა.

უკიდურესად წვრილბოლოიანი და ნაზი აგებულების რობოტული მკლავები ნებისმიერი სახის ზუსტ ჩარევას ადვილად უმკლავდება. გარდა ამისა, ეს მკლავები, რომლებიც ადამიანის ხელისგან განსხვავებით არ კანკალებს, გამორიცხავს ოპერაციის არეში მდებარე გარემომცველი ქსოვილების დაზიანების რისკს.

ამასთანავე, კონსოლზე განთავსებული საკონტროლო მექანიზმი ისეა შექმნილი, რომ ჩაახშოს ქირურგის ხელის შესაძლო მცირე კანკალიც. ამ გზით რობოტული ქირურგიის მეთოდით ჩატარებულ ოპერაციებში მიიღწევა წარმატების მაღალი მაჩვენებელი.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით