აქვს თუ არა ადგილი მცენარეულ მკურნალობას საშვილოსნოს მიომის მკურნალობაში? თუ ეს ქალაქური ლეგენდაა?

საშვილოსნოს მიომა ძალიან ხშირად გვხვდება რეპროდუქციულ ასაკში (თითქმის ყოველ მე-4 ან მე-5 ქალშიგვხვდება) და წარმოადგენს საშვილოსნოს გლუვი კუნთის კეთილთვისებიან სიმსივნეს. ხშირად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი საზარდულსა და წელში, ან ძალიან უხვი…

16.02.2021 2 წთ
აქვს თუ არა ადგილი მცენარეულ მკურნალობას საშვილოსნოს მიომის მკურნალობაში? თუ ეს ქალაქური ლეგენდაა?
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

საშვილოსნოს მიომა ძალიან ხშირად გვხვდება რეპროდუქციულ ასაკში (თითქმის ყოველ მე-4 ან მე-5 ქალში
გვხვდება) და წარმოადგენს საშვილოსნოს გლუვი კუნთის კეთილთვისებიან სიმსივნეს. ხშირად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი საზარდულსა და წელში, ან ძალიან უხვი თუ არარეგულარული სისხლდენა. ზოგიერთმა შეიძლება არანაირი სიმპტომი არ მისცეს. საშვილოსნოს კედელში წარმოქმნილმა ამ წარმონაქმნებმა ზომებისა და რაოდენობის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა სიმპტომი გამოიწვიოს.

საშვილოსნოს მიომის მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რეგულარული მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა, შერჩეულ შემთხვევებში კი ქირურგიული ჩარევა. მაგრამ მიომის აღმოჩენისას მკურნალობის დანიშვნა აუცილებელი არ არის.
განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი არანაირ ჩივილს არ იწვევს, მისი ზომები სტაბილურია და არ იზრდება, ხოლო ჩატარებულ გამოკვლევებში არ არის ავთვისებიანობის მაჩვენებელი მდგომარეობა, საკმარისია მხოლოდ მეთვალყურეობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების სამედიცინო კვლევების შედეგად შემუშავდა პრეპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ მიომის ზომის კონტროლსა და შემცირებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პრეპარატები მიომის წარმონაქმნებს სრულად არ აქრობს. მათი უმეტესობის ხანგრძლივად გამოყენება შეუძლებელია. როდესაც მიომა გამოვლინდება, ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული მეთვალყურეობა, თუნდაც რაიმე მკურნალობის საჭიროება არ არსებობდეს.

არსებობს თუ არა ალტერნატიული მეთოდები საშვილოსნოს მიომის მკურნალობაში?

ამ კითხვაზე პასუხის მკაფიოდ „დიახ“-ით გაცემა ვერ ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის კონტროლის ქვეშ იყოს ეს წარმონაქმნები, რომლებმაც ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური ვაგინალური სისხლდენა, ანემია (სისხლნაკლებობა), უნაყოფობა, ძლიერი საზარდულისა და წელის ტკივილი და მუცლის მოშლა. თუ მიომის წარმონაქმნების ზომები მცირეა და მათი მდებარეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე პრობლემას (მენჯის ტკივილი, ანომალიური ვაგინალური სისხლდენა, უნაყოფობა, კიბო) არ წარმოადგენს, საკმარისია მხოლოდ მათი მეთვალყურეობა.

თუმცა, თუ მიომის წარმონაქმნებთან დაკავშირებით ვითარდება სერიოზული კლინიკური ჩივილები ან მიომების ზომა გაზრდილია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

საშვილოსნოს მიომის მკურნალობაში მცენარეული კურსის ცდის ყველაზე ძირითადი მიზეზი არის მოსაზრება, თითქოს მიომის ოპერაციებში საშვილოსნოს ამოღება იყოს საჭირო. მიომის გამო ჩატარებული ქირურგიული ჩარევების უმეტესობაში ოპერაცია საშვილოსნოს შენარჩუნებით ხერხდება. მართალია, ბევრი ქალი საშვილოსნოს მიომის მკურნალობისთვის მცენარეულ მკურნალობას (კურსს) ეძებს, სამწუხაროდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ კურსების კლინიკური ეფექტურობის შესახებ მკურნალობის თვალსაზრისით ინფორმაცია არ არსებობს. ამიტომ, პაციენტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მცენარეული კურსის გავლის გამო მათი მიომა გაქრება ან შემცირდება, კიდევ ერთხელ ღირს შევახსენოთ: თუ მიომას სწორად არ ვუმკურნალებთ, უკონტროლო ზრდის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს მთელი საშვილოსნოს ამოღება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარეული მკურნალობის სარგებელი დადასტურებული არ არის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა ისიც, რომ უცნობია, რას გამოიწვევს მათი გამოყენება ორგანიზმში. ანუ მკურნალობის მცდელობისას მათ შეიძლება სხვა დაავადებები გამოიწვიონ. შედეგად, ჩვენ არ ვურჩევთ მათ გამოყენებას მანამ, სანამ არ დამტკიცდება მათი ეფექტურობა და არ გახდება ცნობილი, რომ ისინი ადამიანის ორგანიზმს არ აზიანებს.

რა სიმპტომები აქვს საშვილოსნოს მიომას?

მიომის წარმონაქმნები უმეტესად არანაირ სიმპტომს არ ავლენს და ჯანმრთელობის პრობლემას არ იწვევს. თუმცა, თუ არსებობს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უხვი სისხლდენა და ტკივილი მენსტრუაციის პერიოდში, ტკივილი მენჯის არეში, შარდვის სურვილის გახშირება, ქრონიკული ყაბზობა და/ან ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მიომის შესაძლებლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგულარული გინეკოლოგიური გასინჯვა ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამის წყალობით შესაძლებელია მიომის ნებისმიერი წარმონაქმნის ადრეულ ეტაპზე შემჩნევა.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით