ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის სახეობაა. მოკლედ HPV-ად წოდებული ვირუსი გადადის დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად. HPV მსოფლიოში ყველაზე ხშირად გვხვედრი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.
დაახლოებით ადამიანების 80% ცხოვრების რომელიმე პერიოდში ატარებს HPV-ს. ვინაიდან HPV-ს სულ 150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპი არსებობს. მათი დიდი უმრავლესობა არანაირ სიმპტომს არ იწვევს და ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გადის. ძალიან მცირერიცხოვან ადამიანს ესმის, რომ HPV-ს მატარებელია. თუმცა დაახლოებით 40 HPV ტიპი იწვევს ინფექციას გენიტალურ არეში. ეს ვლინდება საშვილოსნოში, საშოში, ვულვაში, პენისზე ან ანუსის არეში მეჭეჭის ან კიბოს სახით.
HPV და ორსულობა
ორსულობის დროს, არანაირი მიზეზის გარეშე, რუტინულად ჩატარებადი HPV ტესტი არ არსებობს. HPV-ის დიაგნოზი ჩვეულებრივ ისმება რეგულარული შემოწმებების დროს შემჩნეული, მეჭეჭად წოდებული დაზიანებებით ან Pap smear ტესტის შედეგებით. Pap smear ტესტში საშვილოსნოს ყელიდან ჯაგრისით მცირე რაოდენობის უჯრედის ნიმუში აიღება და ლაბორატორიაში იგზავნება.
ამ უჯრედებში პრეკანცეროზული (კიბოს წინარე) უჯრედების აღმოჩენისას HPV-ის ალბათობა მაღალია. ამასთანავე, ქალების დიდი უმრავლესობა ორსულობის განმავლობაში არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს. ამის ნაცვლად, თუ მკურნალობის პროცესია საჭირო, ის დაგეგმილია სიმპტომების მარტივი მართვისკენ. მეჭეჭის წარმოქმნის შემთხვევაშიც კი, თუ ის ძალიან დიდი ან შემაწუხებელი არ არის, ჩარევა არ ხდება. თუმცა კლინიკურად ჩივილების მქონე პაციენტებში სხვადასხვა მეთოდით შესაძლებელია უსაფრთხო მკურნალობა.
გადადის თუ არა HPV ბავშვზე ორსულობის დროს?
HPV არ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის დროს HPV-ის ბავშვზე გადასვლის შემთხვევები საკმაოდ იშვიათია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გენიტალური მეჭეჭები შეიძლება გადაედოს ბავშვს. ასეთ შემთხვევებში ბავშვის ხორხში ან ხმის იოგებზე შეიძლება განვითარდეს HPV-ის დაზიანებები (მეჭეჭები).
როცა ამ არეში მეჭეჭი ვითარდება, ამ მდგომარეობას ეწოდება „რეკურენტული რესპირატორული პაპილომატოზი”. ქირურგიული ჩარევით წარმოქმნილი მეჭეჭების მოცილება შესაძლებელია. HPV არ არის ძუძუთი კვების დაბრკოლება. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ეს ვირუსი დედის რძით გადადის ბავშვზე, ეს ძალიან იშვიათია და დედის რძის ბავშვისთვის ღირებულების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ძუძუთი კვების დაბრკოლება არ არის.
