საკვერცხის კიბო
სხვებთან შედარებით გაცილებით მდუმარედ (ვერაგულად) ვითარდება!
საკვერცხის კიბო, რომლის სიმპტომები წარმოქმნისა და განვითარების პროცესში თითქმის შეუმჩნეველია, სწორედ ამიტომ „მდუმარე მკვლელის” სახელითაა ცნობილი. საშვილოსნოს კიბოს შემდეგ ყველაზე ხშირად გვხვდება გინეკოლოგიური კიბოს მეორე სახეობა — საკვერცხის კიბო. მესამე ადგილზეა საშვილოსნოს ყელის კიბო.
საკვერცხის კიბო საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოსთან შედარებით გაცილებით მდუმარედ ვითარდება. ადრეული დიაგნოსტიკა ხშირად რთულია, რადგან სიმპტომები ძალიან გვიან ვლინდება. ეს კი ამცირებს მკურნალობის შანსს.
მაგრამ თქვენ არ ხართ ვალდებული, ამ მდუმარე მკვლელის მსხვერპლი გახდეთ! თუ ცოტა მეტ ყურადღებას მიაქცევთ თქვენი ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს, ადრეული დიაგნოსტიკით საკვერცხის კიბოს დაძლევა შეგიძლიათ.
თუ მუცლის არეში შებერილობას გრძნობთ…
მუცლის არეში წარმოქმნილი შებერილობა შეიძლება მიუთითებდეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა შეკრულობა (პრემენსტრუალური სინდრომი) ან საჭმლის მონელების დარღვევა, თუმცა ეს შებერილობა შეიძლება გამოწვეული იყოს საკვერცხეებში გადაჭარბებით გაზრდილი კიბოს უჯრედებით. ამიტომ, თუ მუცლის არეში ხშირად გრძნობთ შებერილობას, ნუ დაივიწყებთ, რომ სასარგებლოა ექიმთან მისვლა.
წყლის დალევის შეუწყვეტელი სურვილი წონის კლების მიუხედავად
საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით შესაძლებელია წონის კლების შემჩნევა. თუ ადამიანს აქვს მადის დაქვეითების პრობლემა, მაგრამ მაინც განაგრძობს წყურვილის შეგრძნებას, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. კიბოს უჯრედებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი წყურვილი.
მენჯის ტკივილი
მენჯის ტკივილები, რომლებსაც ქალები ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ, შეიძლება საკვერცხის კიბოს მაუწყებელი იყოს. განსაკუთრებით თუ გაქვთ რამდენიმე დღეზე მეტხანს გამძლე, ხშირად განმეორებადი ან მუდმივი მენჯის ტკივილები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ცვლილება მენსტრუალურ ციკლში
მენსტრუალურ ციკლში მომხდარი ცვლილება ხშირად სტრესს უკავშირდება, თუმცა მის უკან შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები იმალებოდეს. მენსტრუალური რეჟიმის დარღვევა შეიძლება ნიშნავდეს, რომ საკვერცხეებში პრობლემაა. ამ პრობლემის წყარო შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევები, სტრესი, კვების ცვლილება და საკვერცხის კისტები, ასევე — საკვერცხის კიბოც. თქვენი მენსტრუალური ციკლის თვალყურის დევნებისთვის აწარმოეთ ჩანაწერები კალენდარში და ადვილად დააკვირდით გადახრებს. ციკლში ცვლილების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.
შეიძლება აგერიოს შარდგამომყოფი გზების ანთების სიმპტომებში
ხშირი შარდვა, მტკივნეული შარდვა და შარდის შეუკავებლობის მსგავსი პრობლემები ჩვეულებრივ ანთებასთანაა დაკავშირებულად მიჩნეული. განსაკუთრებით ქალებში შარდგამომყოფი გზების ინფექციის ხშირად გვხვედრება დიაგნოსტიკის დაგვიანებასაც იწვევს.
მუცლის ღრუში დაგროვილი დიდი რაოდენობით სითხის (ასციტი, საკვერცხის კიბოს მიერ წარმოქმნილი სითხე) და საკვერცხეში არსებული წარმონაქმნებისა და მიმდებარე ქსოვილებში გავრცელებული სიმსივნური ქსოვილების გამო შეიძლება გამოვლინდეს იგივე სიმპტომები, რაც შარდგამომყოფი გზების ინფექციისას. განსაკუთრებით, თუ ეს ჩივილები საერთოდ არ ქრება, გასათვალისწინებელია საკვერცხის კიბოს რისკი.
