მენსტრუალურ პერიოდში თეძოსა და წვივიდან დაწყებული ტერფამდე გავრცელებულ ტკივილში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სიატიკური ნერვის ენდომეტრიოზი
სიატიკური ნერვის ენდომეტრიოზად წოდებული მდგომარეობის განვითარების ალბათობა ენდომეტრიოზის ყველა შემთხვევასთან შედარებით საკმაოდ დაბალია. თუმცა ეს მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში ის სერიოზულ ჩივილებს იწვევს და პაციენტის ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 10%-ში გვხვდება ენდომეტრიოზის საკმაოდ იშვიათი ტიპი, სიატიკური ნერვის ენდომეტრიოზი, რომელიც გულისხმობს მენჯის ძვალთან ახლოს მდებარე უბანში ენდომეტრიოზის, ანუ შოკოლადის კისტის, დაზიანების არსებობას და ხასიათდება ფეხის ტკივილით.
რა არის სიატიკური ნერვის ენდომეტრიოზი?
სიატიკური ნერვი ზოგადად ადამიანის ორგანიზმის ყველაზე გრძელი და სქელი ნერვია. ბარძაყის უკანა, მუხლის, წვივის უკანა და ტერფის მსგავს უბნებში წარმოქმნილი შეგრძნებები სიატიკური ნერვის საშუალებით გადაეცემა. ზოგიერთი ტერფისა და ფეხის კუნთიც ზუსტად ამ ნერვის საშუალებით ღიზიანდება. ენდომეტრიოზი, ანუ უფრო ცნობილი სახელით, შოკოლადის კისტის წარმონაქმნები იშვიათად, თუმცა, შეიძლება მიმაგრდეს ამ ნერვის მუცლის ღრუში მდებარე ნაწილს. ამ მიმაგრების შედეგად სიატიკურ ნერვზე მოქმედი ზეწოლის შედეგად წარმოშობილი პრობლემები ჩნდება. თუ პაციენტის ისტორია ყურადღებით არ მოისმინება და დეტალები არ იქნება შესწავლილი, პრობლემის ენდომეტრიოზთან კავშირის დადგენა ძალზე რთულია.
რა სიმპტომებით ვლინდება სიატიკური ნერვის ენდომეტრიოზი?
სიატიკური ნერვის ენდომეტრიოზმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც შოკოლადის კისტისთვის, ისე წელის თიაქრის მსგავსი სიმპტომები. სიატიკური ნერვის დაზიანებამ, წელის თიაქარის დროს ისევე, შეიძლება გამოიწვიოს ფეხებში ტკივილი, დაბუჟების შეგრძნება, ტერფიდან ტკივილი, ჩხვლეტა და კუნთების სისუსტე. ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი მენსტრუალური პერიოდის ტკივილებიც ერთ-ერთი სიმპტომია. თუმცა აქ გასათვალისწინებელი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ფეხებსა და ტერფებში წარმოქმნილი ტკივილის, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება მენსტრუალურ პერიოდში ძლიერდება. რადგან მენსტრუალურ პერიოდში ენდომეტრიოზული ქსოვილში გაზრდილი ანთების გამო სიატიკურ ნერვზე ზეწოლაც იზრდება, სიმპტომების უფრო ძლიერად გამოვლენა მოსალოდნელია.
ვრცელი გამოკვლევის შედეგად, დეტალური MR-ის გადაღებით, ამ პრობლემის დიაგნოსტირება შესაძლებელია. საზარდულის უბნის ნერვთა ქირურგიაში სპეციალიზებული ნეიროპელვეოლოგების მიერ ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგად პირის მიერ განცდილი თითქმის ყველა სიმპტომი ქრება და ადამიანი კომფორტულად უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობის გვიან დაწყების შემთხვევებში ნერვის მუდმივი დაზიანების შედეგად შესაძლოა შეიქმნას ტერფის ჩამოვარდნისა და სიარულში მუდმივი შეზღუდულობის პრობლემა.
