შარდის ბუშტის ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზის მქონე ქალების 1-2%-ში შარდგამომყოფ გზებში ენდომეტრიული დაზიანებები აღინიშნება. შარდის ბუშტის ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება რთულია, ვინაიდან მას აქვს ისეთი არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ხშირი შარდვა, მენჯის ტკივილი და შარდვის დროს წვის შეგრძნება.
2019 წლის მარტში დოქტორმა გონსალვესმა და მისმა კოლეგებმა, რომლებმაც რეტროსპექტულად შეისწავლეს სულ 10 პაციენტის ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი მონაცემები, ინტრაოპერაციული მიგნებები, ქირურგიული ჩარევის სახეობა და ინტრაოპერაციული და ოპერაციის შემდგომი გართულებები, აჩვენეს, რომ შარდის ბუშტის ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლებელია ორი ხერხით.
შესწავლილი 10 პაციენტიდან 2-ს ჩაუტარდა შარდის ბუშტის დაზიანების ლაპაროსკოპიული „გაპარსვა” (შეიშვერა), ხოლო 8-ს — ლაპაროსკოპიული ნაწილობრივი ცისტექტომია, რის შემდეგაც აღინიშნა კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესება.
