შექმენით შანსი თქვენი ცხოვრებისთვის სმირის ტესტით

ვფიქრობ, დარწმუნებული ხართ, როგორ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს ადრეული დიაგნოსტიკა, როცა საქმე დაავადებას ეხება. ამჯერად ჩვენი თემაა სმირის ტესტი. განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად გესმით, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტესტი დიდი მნიშვნელობისაა…

16.11.2018 2 წთ
შექმენით შანსი თქვენი ცხოვრებისთვის სმირის ტესტით
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

ვფიქრობ, დარწმუნებული ხართ, როგორ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს ადრეული დიაგნოსტიკა, როცა საქმე დაავადებას ეხება. ამჯერად ჩვენი თემაა სმირის ტესტი. განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად გესმით, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტესტი დიდი მნიშვნელობისაა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირებისთვის. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს HPV ვირუსის გამოვლენასაც.

რა არის სმირის ტესტი?

სმირის ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს ცნობილია ასევე „სკრინინგ ტესტის“ სახელით და ქალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირების თვალსაზრისით. ამ ტესტის ჩატარებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. მართალია „სმირის ტესტის“ თქმისას ქალების წარმოსახვაში მტკივნეული და ტანჯვითი პროცესი ცოცხლდება, თუმცა ეს ტესტი ბევრად უფრო მარტივად ტარდება, ვიდრე ფიქრობთ. ტკივილი კი საერთოდ არ იგრძნობა. ამ ტესტის ჩატარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, აღმოაჩინონ, აქვს თუ არა ადამიანს HPV ვირუსი. თუ ის არ იმკურნალება ან პრევენცია არ ხდება, HPV ვირუსმა შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს.

როგორ ტარდება სმირის ტესტი?

ამ ტესტის წყალობით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი დაზიანებების დანახვა. გინეკოლოგიური გასინჯვის დროს ტესტის პირველი ეტაპი სრულდება საშვილოსნოს ყელის უჯრედების ჩხირით „სმირის“ მეთოდით შეგროვებით. აღებული უჯრედების მიკროსკოპში შესწავლის შემდეგ ბარდება, არსებობს თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოზე მიმანიშნებელი ნიშანი. ვინაიდან ტესტი საკმაოდ მარტივად ტარდება, 21-დან 29 წლამდე ასაკის ქალებისთვის რეკომენდებულია მისი ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ. თუ ტესტის შედეგებში აღმოჩნდება არანორმალური ნიშნები, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ტესტის უფრო ხშირად ჩატარება. 30 წლიდან 65 წლამდე ტესტის ჩატარება უნდა გაგრძელდეს. თუ სმირის ტესტი HPV ტესტთან ერთად ტარდება, საკმარისია ტესტების ჩატარება 5 წელიწადში ერთხელ. ორსულობის პერიოდში კი შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ თვეში ჩატარება. ჩატარებული ტესტი ორსულობის პროცესთან დაკავშირებით არანაირ პრობლემას არ იწვევს. საშვილოსნოამოღებულ ქალებში ჩვეულებრივ ამ ტესტის ჩატარება საჭირო არ არის.

რაზე უნდა მიექცეს ყურადღება სმირის ტესტის ჩატარებამდე?

სმირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტესტია, რომლის ჩატარება აუცილებელია სექსუალურად ადრეულ ასაკში აქტიური, მწეველი, მრავალპარტნიორიანი ან მრავალპარტნიორიანი პარტნიორის მქონე ქალებისთვის. ტესტამდე 24 საათის განმავლობაში არ უნდა განხორციელდეს სქესობრივი კავშირი. გარდა ამისა, ტესტის თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე ვაგინალური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შეწყვეტაც შედეგების სიზუსტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. სმირის ტესტის ჩატარებამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მენსტრუალური სისხლდენა დასრულებული იყოს. ტესტის ჩატარება შესაძლებელია მენსტრუალური სისხლდენის დასრულებიდან 2-3 დღის შემდეგ.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით