განსაკუთრებით ქალებში ხშირი ან რთული მშობიარობის, მენოპაუზის, საშვილოსნოს ამოკვეთის და სხვა გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ შეიძლება მოხდეს შარდის შეუკავებლობა. ამის მთავარი მიზეზია შარდის ბუშტის რაიმე მიზეზით დაშვება და შარდის ბუშტის ყელს დამჭერი იოგების შესუსტება და გახეთქვა.
რა არის შარდის შეუკავებლობის მთავარი მიზეზი?
განსაკუთრებით ქალებში ხშირი ან რთული მშობიარობის, მენოპაუზის, საშვილოსნოს ამოკვეთის და სხვა გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ შეიძლება მოხდეს შარდის შეუკავებლობა. ამის მთავარი მიზეზია შარდის ბუშტის რაიმე მიზეზით დაშვება და შარდის ბუშტის ყელს დამჭერი იოგების შესუსტება და გახეთქვა.
რობოტული ქირურგიით ბოლო მოეღოს შარდის შეუკავებლობას!
თუმცა ბოლო წლებში განვითარებული რობოტული ქირურგიის მეთოდის წყალობით ეს პრობლემა შესაძლებელია აღმოიფხვრას. უფრო მეტიც, ამ მეთოდს ტრადიციულ ღია მკურნალობის მეთოდებთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნია. რობოტული ჩარევით აღმოიფხვრება შარდის შეუკავებლობის გამომწვევი მიზეზი და ამგვარად შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება.
რა შემთხვევებში გამოიყენება რობოტი შარდის შეუკავებლობის მკურნალობაში?
განსაკუთრებით, თუ ერთდროულად აღინიშნება მიომა, ფალოპის მილების, საკვერცხის ან სხვა ორგანოს დაშვების პრობლემა, იმავე ოპერაციაში შარდის შეუკავებლობის მკურნალობაც შესაძლებელია რობოტული ქირურგიით ჩატარდეს. ასევე აქაც ვლინდება რობოტული ქირურგიისთვის დამახასიათებელი ისეთი უპირატესობები, როგორიცაა ნაკლები ტკივილი, ადრეული გაწერა და სწრაფი გამოჯანმრთელება.
