შარდის ბუშტის ჩამოვარდნა და ცხოვრების ხარისხი

შარდის ბუშტის ჩამოვარდნა არის პრობლემა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ამ პრობლემასთან გამკლავებული ადამიანები ნამდვილად არ უნდა უგულებელყოფდნენ თავიანთ მდგომარეობას და საჭიროა, ვითარების ძალიან გართულებამდე მიმართონ ექიმს.შარდის ბუშტის დამჭერი…

29.07.2019 2 წთ
შარდის ბუშტის ჩამოვარდნა და ცხოვრების ხარისხი
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

შარდის ბუშტის ჩამოვარდნა არის პრობლემა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ამ პრობლემასთან გამკლავებული ადამიანები ნამდვილად არ უნდა უგულებელყოფდნენ თავიანთ მდგომარეობას და საჭიროა, ვითარების ძალიან გართულებამდე მიმართონ ექიმს.

შარდის ბუშტის დამჭერი კუნთებისა და ლიგამენტების დასუსტებასთან ერთად, შარდის ბუშტი საშოსკენ იბერება, რის შედეგადაც ვლინდება შარდვისას ბუშტის სრულად ვერ დაცლა, შარდვის მუდმივი შეგრძნება და სქესობრივი კავშირისას ზოგიერთი პრობლემა.

შარდის ბუშტის ჩამოვარდნის სიმპტომები

– მენჯსა და საშოში წნევის შეგრძნება შარდის ბუშტის ჩამოვარდნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია. თუ ეს შეგრძნება ჩნდება და განსაკუთრებით შარდის შეკავებისას, დახრისას ან ხველისას ეს წნევის შეგრძნება ძლიერდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

– თუ შარდვის შემდეგ გაქვთ შეგრძნება, თითქოს საერთოდ არ დაგისაქმებიათ, ან თითქოს შარდის ბუშტი სრულად ვერ დაცალეთ, შესაძლოა შარდის ბუშტის ჩამოვარდნის პრობლემის წინაშე იდგეთ.

– საშარდე გზების ინფექციის გამოვლენა და ამ პრობლემის ხშირი განმეორება ასევე მიანიშნებს შარდის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემაზე.

– სქესობრივი კავშირის დროს ტკივილი, წნევის გადაჭარბებული შეგრძნება და შარდის შეუკავებლობაც შარდის ბუშტის ჩამოვარდნის სიმპტომებს განეკუთვნება.

– ყველა ეს სიმპტომი შარდის ბუშტის ჩამოვარდნაზე მიანიშნებს, თუმცა შარდის ბუშტის ჩამოვარდნის „აქ ვარო“ თქმის ფორმაა საშოს ღიობში წარმოქმნილი გამობერილობა (საშოს ზედა კედლიდან ჩამოკიდებული ქსოვილი). ეს გამობურცულობა მიუთითებს, რომ ჩამოვარდნა საბოლოო სტადიას მიაღწია. ნამდვილად არ უნდა იქნას უგულებელყოფილი.

შეიძლება საფუძვლიანად შეარყიოს ცხოვრების ხარისხი

შარდის ბუშტის ჩამოვარდნა ირღვევს ცხოვრების ხარისხსა და კომფორტს. შარდის ბუშტის დაცლა უჭირდება, ამასთანავე ჩნდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა, რაც უარყოფითად მოქმედებს სოციალურ ცხოვრებაზე.

სქესობრივი კავშირის დროს ტკივილის შეგრძნებაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. შარდის ბუშტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მატულობს ინფექციების რაოდენობაც. ეს კი იწვევს იმას, რომ ადამიანები მუდმივად განიცდიან საშარდე გზების ინფექციას და ამის გამო ზარალდება მათი სოციალური ცხოვრებაც.

შარდის ბუშტის ჩამოვარდნის გამომწვევი ფაქტორები

რთული ბუნებრივი მშობიარობა, ახალშობილის 4000 გრამზე მეტი წონა, წონის მკვეთრი ცვლილება, სიმსუქნე, შეკრულობა და მუდმივი ხველა იწვევს შარდის ბუშტის ჩამოვარდნას.

ამათგან დამოუკიდებლად, შარდის ბუშტის ჩამოვარდნა გენეტიკური მიზეზითაც შეიძლება გამოწვეულ იქნას. ამ გენეტიკური პრობლემის ძირითადი მიზეზი ადამიანის სუსტი შემაერთებელი ქსოვილია.

შარდის ბუშტის ჩამოვარდნა ასაკის მატებასთან დაკავშირებითაც შეიძლება გამოვლინდეს. ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი გამომწვევი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა შარდის ბუშტის ჩამოვარდნა გამოვლინდეს. ასაკის მატებასთან ერთად ძალადაკარგულმა კუნთებმა შეიძლება ჩამოვარდნა გამოიწვიოს.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით