საშვილოსნოს ყელის (ცერვიქსის) კიბო მსოფლიოში ქალებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შემხვედრი კიბოს სახეობაა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, სქესობრივი გზით გადამდები HPV, ვაქცინაციით დიდწილად პრევენციადია შესაძლებელი. საშვილოსნოს ყელის კიბო, ჩვეულებრივ, სიმპტომების გარეშე მიმდინარე და რუტინული სკრინინგების დროს დიაგნოსტირებადი კიბოს სახეობაა.
შეცდომა: საშვილოსნოს ყელის კიბო მენოპაუზის შემდეგ ვლინდება
HPV ინფექციით გამოწვეულ საშვილოსნოს ყელის კიბოს მენოპაუზასთან რაიმე კავშირი არ აქვს. HPV ინფექცია ყველაზე ხშირად 24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება. HPV ინფექციის მიღებიდან 10-20 წლის შემდეგ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირად ახალგაზრდა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.
შეცდომა: საშვილოსნოს ყელის კიბოს არანაირი სიმპტომი არ ვლინდება
საშვილოსნოს ყელის კიბო ჩვეულებრივ ფარულად მიმდინარეობს და შორსწასულ სტადიამდე შეიძლება სიმპტომების გარეშე განვითარდეს. თუმცა სქესობრივი კავშირის შემდგომი სისხლდენა, საზარდულის ტკივილი, შუალედური სისხლდენა, უსიამოვნოსუნიანი გამონადენი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი. ამიტომ ხსენებული ჩივილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
შეცდომა: საშვილოსნოს ყელის კიბო გენეტიკურია
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს სქესობრივი გზით გადამდები HPV ვირუსი შეაქვს. საოჯახო გადაცემა არ ხდება, ასევე HPV-ის მატარებელ ყველას კიბო არ უვითარდება. გარდა ამისა, ვისაც ოჯახში საშვილოსნოს ყელის კიბოს ისტორია აქვს, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან დაკავშირებით დამატებით მაღალი რისკის მატარებელი არ არის.
შეცდომა: საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობაში წარმატების მაჩვენებელი დაბალია
ადრეულ სტადიაზე გამოვლენილ და მკურნალობა დაუყოვნებლივ დაწყებულ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებში წარმატების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (80% – 85%, თუნდაც ვრცელი ოპერაციის საჭიროების გარეშეც შესაძლებელია მისი მოგვარება). ადრეული დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია და საშვილოსნოს ყელის კიბო არც არის იმდენად ლეტალური კიბოს ტიპი.
შეცდომა: ვაქცინირებულებს აღარ სჭირდებათ საკონტროლო შემოწმებაზე მისვლა და სმირის აღება!
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი HPV-ის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, თუმცა საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მხოლოდ ორი ტიპის წინააღმდეგ არის შემუშავებული დამცავი ვაქცინა. HPV 16-სა და HPV 18-ის წინააღმდეგ დაცვის მიმცემი ვაქცინები სიცოცხლის განმავლობაში დაცვას უზრუნველყოფენ თუ არა, ამის შესახებ ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. გარდა ამისა, პაციენტს HPV-ის სხვა ტიპებმაც შეიძლება დაუსხდეს. ამიტომ საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ვაქცინირებულ პაციენტებში რუტინული საკონტროლო შემოწმება და სმირის აღება ზუსტად ისევე გრძელდება.
შეცდომა: საშვილოსნოს ყელის კიბო გადამდები არ არის!
საშვილოსნოს ყელის კიბოში დღემდე გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი, HPV, სქესობრივი გზით ყველაზე ხშირად გადამდები და საზოგადოებაში ძალზე გავრცელებული ვირუსია. საშვილოსნოს ყელის კიბო უშუალოდ გადამდები არ არის, თუმცა საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი HPV კი გადამდები ვირუსია.
შეცდომა: საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება რთული პროცესია!
ადრეულ ეტაპზე გინეკოლოგიური გამოკვლევითა და პაპ-სმირის ტესტით საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება მარტივად შესაძლებელია. უფრო მეტიც, კიბოს განვითარებამდე არსებული წინა-კიბოსეული დაზიანებებიც მხოლოდ გამოკვლევითა და სმირის ტესტით ბევრად უფრო ადრე შეიძლება გამოვლინდეს.
