რობოტული ქირურგია არის ტექნიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 10 წელია გამოიყენება და ეხმარება ქირურგებს, უფრო ზუსტად და კონტროლირებადად ჩაატარონ რთული პროცედურები. ტრადიციულ ტექნიკებში ქირურგი და ასისტენტები პირდაპირ კონტაქტში არიან პაციენტთან და ეს პროცესი იწვევს როგორც ოპერაციისას გაკეთებული ჭრილობების უფრო ღრმა და დიდ ზომას, ისე ხელის სიზუსტესთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს. რობოტული ქირურგია კი, პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების წყალობით, ძალიან ვიწრო არეებში ბევრად უფრო ზუსტი მოძრაობების განხორციელების საშუალებას იძლევა, ამიტომ შესაძლებელია უფრო კონტროლირებადი შედეგების მიღება.
შეცდომა 1: ოპერაციას რობოტები ატარებენ!
ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად სწრაფად იცვლება ადამიანების დამოკიდებულება ტექნოლოგიისადმი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოქმედი დიაგნოსტიკური პროგრამების მიღწეული წარმატების მაჩვენებელისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად რობოტული ქირურგია საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა ამ პროცესთან დაკავშირებით ბევრი მცდარი ინფორმაცია არსებობს. „რობოტული ქირურგიის“ ხსენებისას პაციენტების და მათი ახლობლების გონებაში იხატება სურათი, თითქოს ოპერაციას რობოტი ატარებს. მართალია რობოტული ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, მაგრამ იდეა, რომ ადამიანი ექიმი არ ჩაერევა, პაციენტებისა და მათი ახლობლებისთვის ჯერჯერობით მისაღები არ არის. თუმცა ამ წარმოდგენის საწინააღმდეგოდ, რობოტული ქირურგიის აპლიკაციებში ადამიანის გავლენა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ჰგონიათ. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი კონტროლი ქირურგის ხელშია. პროცესში ქირურგი ოპერაციის დროს გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს არა საკუთარი ხელებით, არამედ რობოტის ხელებით მართავს და ამის წყალობით ოპერაციას ბევრად უფრო ზუსტი მოძრაობებით ატარებს.
შეცდომა 2: ოპერაციაში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება?!
რობოტულ ქირურგიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მცდარი ინფორმაციაა, რომ ოპერაციაში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, ხოლო ქირურგის მონაწილეობა მხოლოდ რობოტის გამოყენებით შემოიფარგლება. რობოტულ ქირურგიაში გამოყენებული, da Vinci რობოტად წოდებული სისტემა მთლიანად ქირურგის კონტროლით მუშაობს და ქირურგის ნებართვის გარეშე ვერანაირ მოძრაობას ვერ განახორციელებს. ანუ, რობოტს არანაირად არა აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და მოძრაობის საშუალება.
შეცდომა 3: რობოტული ქირურგიის აპლიკაციებში პაციენტი მარტო რჩება!
რობოტული ქირურგიის აპლიკაციებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენებიდან ერთ-ერთია, რომ პროცესში პაციენტი მარტო რჩება. ოპერაციის მთელი მანძილზე ანესთეზიოლოგიდან ასისტენტამდე მთელი გუნდი პაციენტის გვერდით იმყოფება. ოპერაციის კლასიკური თუ რობოტული ხასიათი ამ ვითარებას არანაირად არ ცვლის. da Vinci რობოტის გამოყენებელი ქირურგის გარდა, პაციენტის გვერდით სხვა ქირურგი ან ასისტენტიც იმყოფება, რაც პროცესის ბევრად უფრო კონტროლირებადად წარმართვას უწყობს ხელს. ასისტენტი, ექთანი და ა.შ. — ანუ მთელი გუნდის წევრები ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.
