ვაგინალური გამონადენი, რომელსაც ქალები ხშირად ნორმალურად აღიქვამენ და ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ, სინამდვილეში დიდი პრობლემების მაუწყებელი შეიძლება იყოს. ვაგინაში ფიზიოლოგიურად წარმოქმნილი გამონადენის გარდა, შეიძლება არსებობდეს პათოლოგიური გამონადენიც.
რა არის ფიზიოლოგიური გამონადენი?
ფიზიოლოგიური და პათოლოგიური გამონადენის ერთმანეთისგან განსხვავება ადვილია. ფიზიოლოგიური გამონადენი უფეროა და უსუნო. თუნდაც ამ გამონადენის რაოდენობა დიდი იყოს, ისინი არანაირად არ იწვევენ დისკომფორტის შემქმნელ მდგომარეობას. ფიზიოლოგიური ვაგინალური გამონადენი არ ქმნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი ან წვის შეგრძნება. ეს გამონადენი ჯანმრთელობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. გამონადენი უზრუნველყოფს უბნის ტენიანობას, რაც საფუძველს უქმნის ჯანსაღ სქესობრივ კავშირს, ამავდროულად ხელს უშლის ვაგინის ბაგეების გაღიზიანებას. ფიზიოლოგიური გამონადენი ოვულაციის პერიოდის მიახლოებისას უფრო მკვრივ ფორმას იღებს.

რა არის პათოლოგიური გამონადენი?
პათოლოგიური გამონადენი ცნობილია, როგორც ვაგინაში წარმოქმნილი პრობლემის მაუწყებელი. როცა პათოლოგიური გამონადენი ვაგინის ანთების ან საშვილოსნოს ყელის ანთების სიმპტომად ვლინდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. პათოლოგიური გამონადენი იშვიათად, მაგრამ შეიძლება კიბოს სიმსივნეების გამოც წარმოიშვას. ეს გამონადენი ჩვეულებრივ არასასიამოვნო სუნით გამოირჩევა. მათი კონსისტენცია მკვრივია, ფერები კი — ყვითელი, თეთრი ან მწვანე. საკმაოდ დისკომფორტული გამონადენისთვის აუცილებლად საჭიროა მკურნალობა. სოკოვანი, ვენერიული დაავადებები და სხვადასხვა ბაქტერიაც იწვევს პათოლოგიურ გამონადენს.
რა უნდა გააკეთოთ გამონადენის თავიდან ასაცილებლად
გამონადენის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება გენიტალურ ჰიგიენას. თუმცა ამის კეთებისას არ უნდა ჩამოირეცხოს ვაგინის შიგნეული და არ უნდა გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეცვლის უბნის pH მაჩვენებელს. გენიტალური სპრეი, პარფიუმი ან კრემის მსგავსი პროდუქტები, სუნამოიანი საფენები ან ტამპონები კატეგორიულად არ უნდა აირჩიოთ. გამოიყენეთ ბამბის საცვალი, არ ატაროთ ძალიან ვიწრო საცვალი, შარვალი ან შორტები. საცვლის ყოველდღიური გამოცვლა, სველ საცურაო კოსტუმში არჯდომა, ტუალეტის ზოგადი ჰიგიენისადმი ყურადღება — ეს ის ზომებია, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული ვაგინალური გამონადენისგან დასაცავად. ამ ზომების გარდა, ყოველი ქალის მიერ ექვს თვეში ერთხელ გინეკოლოგიური გამოკვლევის გავლა და რეგულარულად სმირ-ტესტის ჩატარება, როგორც ზოგადი ჯანმრთელობის, ისე შესაძლო დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანია.