ცნობილია, რომ მიომური წარმონაქმნები ჰორმონებთან კავშირშია. მიომსა და ჰორმონს შორის კავშირში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მომენტია ის, რომ მიომური წარმონაქმნები არ ჩნდება სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე და მენოპაუზის შემდეგ.
ამიტომ მენოპაუზის პერიოდში მყოფ ან მენოპაუზაში შესასვლელ ქალებში, თუკი მიომი პაციენტს ჩივილებს არ უქმნის, შეიძლება მკურნალობა გარკვეული ხნით შეჩერდეს და მოსალოდნელი იყოს მიომური წარმონაქმნების თვითნებური შემცირება.
30 წლის შემდეგ რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია!
ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქალებში მიომის პრობლემა საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ასე ხშირად წარმოქმნილი მიომები ქალთა 75%-ს არ ეტყობა შესამჩნევი და ისინი სერიოზულ სიმპტომებამდე ფარულად რჩება.
თუ დავაკვირდებით ასაკობრივ დიაპაზონს, როცა ქალებში მიომის გამოვლენა ხშირდება, ცხადი ხდება, რომ 30 წლის შემდეგ რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია.
ასაკის მატებასთან ერთად მზარდი მიომების წარმოქმნის მაჩვენებელი მენოპაუზის პერიოდის დაწყებასთან ერთად მცირდება. ზოგიერთი მიომის მენოპაუზის პერიოდში შემცირება, თუნდაც სრული გაქრობა, ასევე შეიმჩნევა.
მიომის შესახებ ცნობიერება ძალიან დაბალია
მიუხედავად იმისა, რომ მიომი ყოველ მეოთხე ქალში წარმოქმნილი პრობლემაა, მიომის მქონე ქალების 75%-მა ამის შესახებ არც კი იცის.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევა ქალის ჯანმრთელობისთვის, ქალებმა ამ საკითხისადმი მეტი მგრძნობელობა უნდა გამოიჩინონ.
მართალია, მიომური წარმონაქმნები კეთილთვისებიანი სიმსივნეებია და ამიტომ ადვილად ივიწყება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ წარმონაქმნებს თავისი პრობლემები გააჩნია. უნაყოფობის მკურნალობაზე მყოფი ყოველი 100 ქალიდან 3 ამ მკურნალობას სწორედ მიომის გამო გადის, ხოლო მიომის მქონე ქალებში გადავარდნის ალბათობა 40%-ს აღწევს, რაც მაღალი მაჩვენებელია.
შემჩნევას დრო სჭირდება
ამ პრობლემებთან ერთად ანემიას, ტკივილს, ხშირ შარდვას, შეკრულობას მსგავს პრობლემებსაც თან ახლავს მიომური წარმონაქმნები, რომელთა შემჩნევასაც საკმაოდ დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს.
გინეკოლოგიური გამოკვლევისას ადვილად შესამჩნევი ეს წარმონაქმნები მედიკამენტებით კონტროლის ქვეშ შეიძლება იქნეს მოქცეული, ხოლო ოპერაციით საბოლოოდ მოცილებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ მიომის ოპერაციისას საშვილოსნოს სრულად ამოღება საჭირო არ არის და რობოტული ქირურგიის ტექნიკებით ეს ოპერაციები მაღალი წარმატების მაჩვენებლით სრულდება.
მიომის მკურნალობისას საშვილოსნოს ამოღება მხოლოდ მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში განიხილება იმ შემთხვევაში, როცა მიომის ზრდა გრძელდება და მეორდება.
