მსოფლიოში გულის დაავადებების შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი კიბოა. გინეკოლოგიური კიბოები დანარჩენ კიბოებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა. კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება და ითვლება, რომ მომავალ წლებში გულის დაავადებებს გადააჭარბებს. ტექნოლოგიაში მიმდინარე მიღწევების და ჩატარებული სამედიცინო კვლევების უმეტესობა კიბოს აღმოფხვრისკენაა მიმართული. ამიტომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა ხდება. ბოლო წლებში სულ უფრო ფართოდ გავრცელებული რობოტული ქირურგიის მეთოდით კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანი წარმატებები მიიღწევა. განსაკუთრებით გინეკოლოგიურ კიბოებში რობოტული ქირურგიის წყალობით სახარბიელო შედეგები ფიქსირდება. Da Vinci-ს სახელით ცნობილი რობოტით ჩატარებულ ოპერაციებში კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანი წინსვლა მიიღწევა.
როგორ ტარდება რობოტული ქირურგია?
გინეკოლოგიურ კიბოებში რობოტული ქირურგიის მეთოდი სინამდვილეში მოსახლეობაში „დახურული ოპერაციის“ სახელით ცნობილი ლაპაროსკოპიის ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული სახეობაა. ისევე როგორც ლაპაროსკოპიულ მეთოდში, ამ მეთოდშიც ოპერაცია ხორციელდება პაციენტის მუცლის ღრუში გაკეთებული 1 სმ-ზე პატარა ზომის ჭრილებიდან კამერის დახმარებით. რობოტულ მკლავებზე განთავსებული ქირურგიული ინსტრუმენტებით ამ ჭრილებიდან ხდება ჩარევა. რობოტული ქირურგიის მეთოდში გამოყენებული კამერა 3-განზომილებიან გამოსახულებას იძლევა, რის გამოც მიიღწევა ხედვის საკმაოდ ფართო არეალი. ზუსტი რობოტული მკლავების წყალობით ექიმებს შეუძლიათ ჩარევა მოახდინონ უფრო მცირე უბნებზე თითქმის ნულოვანი შეცდომით. ამის წყალობით ოპერაცია პაციენტისთვისაც უფრო კომფორტული ხდება.
კიბოს ტიპები, რომლებზეც ხდება ჩარევა
რობოტული ქირურგიის მეთოდით შესაძლებელია მრავალი გინეკოლოგიური კიბოს ქირურგიული მკურნალობა, პირველ რიგში კი საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და საკვერცხის კიბოსი. საშვილოსნოს ყელის კიბო და საკვერცხის კიბო ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად გვხვდებული 10 კიბოს რიცხვშია. განსაკუთრებით საკვერცხის კიბოს შემთხვევაში, თუნდაც ის ჯერ კიდევ საწყის სტადიაში იყოს დიაგნოსტირებული, სიკვდილის რისკი საკმაოდ მაღალია. ამ კიბოს მკურნალობაში პირველი მიზანია ყველა სიმსივნის იმდენად გაწმენდა, რომ თვალით შეუმჩნეველი გახდეს. Da Vinci-ს რობოტული ქირურგიის სისტემის წყალობით სხეულზე გაკეთებული მცირე ჭრილებით სიმსივნეების გაწმენდა კომფორტულად ხერხდება. ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესის სისწრაფე ასევე დადებითად მოქმედებს პაციენტებზე ფსიქოლოგიურად და კიბოს მკურნალობას ზოგადად დიდ პლუსს მატებს.
