კავშირი შარდის შეუკავებლობასა და ვაგინალურ ინფექციებს შორის

შარდის შეუკავებლობა არის დაავადება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. ცნობილია, რომ შარდის შეუკავებლობის პრობლემა ძალიან გავრცელებულია ქალებში, თუმცა ამავე დროს ის ისევე ხშირად იმალება,…

19.10.2018 2 წთ
კავშირი შარდის შეუკავებლობასა და ვაგინალურ ინფექციებს შორის
დაგვიკავშირდით

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა

შარდის შეუკავებლობა არის დაავადება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. ცნობილია, რომ შარდის შეუკავებლობის პრობლემა ძალიან გავრცელებულია ქალებში, თუმცა ამავე დროს ის ისევე ხშირად იმალება, რამდენადაც გავრცელებულია. შარდის შეუკავებლობის პრობლემის მქონე ყოველ 100 ქალიდან 70-ის შემთხვევაში ეს პრობლემა სხვა მიზეზით ექიმთან მიმართვისას ვლინდება. მართალია ქალების ერთი მეოთხედი ცხოვრების რომელიმე პერიოდში აღენიშნება რაიმე მიზეზით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის პრობლემა, ექიმისთვის მიმართვების რაოდენობა ამ მაჩვენებელთან შედარებით ძალიან მცირეა. შარდის შეუკავებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, თავდაჯერებულობის დაკარგვა, სქესობრივი კავშირის სურვილის ნაკლებობა ან სექსუალურობის შიში, ამიტომ ეს დაავადება აუცილებლად უნდა განიკურნოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში.

ინფექცია შეიძლება იყოს როგორც მიზეზი, ისე შედეგი

მართალია შარდის შეუკავებლობის პრობლემას ბევრი მიზეზი აქვს, ვაგინალური ინფექციები ამ საკითხში განსაკუთრებით უნდა იქნას შესწავლილი. შარდის შეუკავებლობის მიზეზი შეიძლება იყოს ვაგინალური ინფექციები, ამავე დროს ეს ინფექციები შარდის შეუკავებლობის პრობლემის გამოც შეიძლება წარმოიშვას. შარდის შეუკავებლობით გამოწვეული ჰიგიენური პრობლემების გამოც წარმოიქმნება ვაგინალური ინფექციები. გენიტალური ჰიგიენა ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ეს, უწინარეს ყოვლისა ინფექციის, ასევე სოკოს მსგავსი სხვადასხვა დაავადების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს, აუცილებლად მნიშვნელოვანია შარდის შეუკავებლობის ჩივილების ექიმისთვის გაზიარება და პრევენციული ზომების მიღება. ვაგინალური ინფექციის სერიოზულად აღქმა და შარდის შეუკავებლობის პრობლემასთან ურთიერთკავშირის ზუსტად გარკვევის შემდეგ მკურნალობის დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება.

შარდის შეუკავებლობის მკურნალობა

შარდის შეუკავებლობის მქონე ადამიანებში ამ პრობლემის მიზეზი მკურნალობის მიმართულებას საკმაოდ განსაზღვრავს. თუ შარდის ბუშტის შემაკავებელი იოგების შესუსტების, შარდის ბუშტის სიმსივნეების ან საშვილოსნოს დაშვების მსგავსი მიზეზების გამო წარმოიშობა შარდის შეუკავებლობის პრობლემა, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. შარდის შეუკავებლობის სამკურნალო ქირურგიული ჩარევა საკმაოდ მარტივია და ადამიანს ერთი დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. არაქირურგიულ მკურნალობაში კი მიზნად ისახავენ პრობლემის გამოსწორებას მენჯის კუნთებზე გაკეთებული სავარჯიშოებით. ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით 10 კვირამდე რეგულარულად გაგრძელებული სავარჯიშოებით შარდის შეუკავებლობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. თუ ორსულობის პერიოდში წარმოიქმნა შარდის შეუკავებლობის პრობლემა, მკურნალობის გადაწყვეტილების მისაღებად მშობიარობის დადგომას ელოდებიან. ვინაიდან ორსულობის დროს წარმოქმნილი შარდის შეუკავებლობის პრობლემა უმეტესად დროებითია, ამ პროცესზე დაკვირვება მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის გადაწყვეტილების მისაღებად.

მიიღეთ ინფორმაცია WhatsApp-ით