იმუნოლოგიური დარღვევა ენდომეტრიოზის განვითარებაში
ენდომეტრიოზი (შოკოლადის კისტა) დღითიდღე უფრო მეტად იქცევა ჯანმრთელობით-სოციალურ პრობლემად. მაგრამ დღემდე არ არსებობს დიაგნოსტიკური ბიომარკერები და უფრო ეფექტური მკურნალობის მეთოდები.
ბევრმა მკვლევარმა თავისი კვლევები ენდომეტრიოზის მქონე პაციენტების პერიტონეუმის მიკროგარემოზე გაამახვილა. ერთ-ერთი შედეგის მიხედვით, მიკროგარემოში ხანგრძლივი ქრონიკული ანთება იწვევს იმუნოსუპრესიული უჯრედების დაგროვებას და ენდომეტრიოზის პროგრესირების დაჩქარებას.
ზოგადად, დადგენილია კომპლექსური კავშირი იმუნოსუპრესიულ მდგომარეობას, ქრონიკულ ანთებას, miRNA-ებსა და ენდომეტრიოზის დაავადების პროგრესირებას შორის. ენდომეტრიოზში Mo-MDSC უჯრედებს, ციტოკინებსა და miRNA-ებს შორის კავშირის საფუძველში მდებარე მოლეკულური მექანიზმის გასაგებად კვლევები კვლავ გრძელდება.
