ყურადღება, თუ გაქვთ ეს დაავადებები
ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ ენდომეტრიოზი (შოკოლადის კისტა), ფიბრომიალგია და აუტოიმუნური დაავადებები ერთმანეთთან კავშირშია.
ისრაელში 2,1 მილიონ ადამიანზე გათვლილი ჯანდაცვის გეგმის მქონე Maccabi Healthcare Services-ის (MHS) კომპიუტერული მონაცემთა ბაზების გამოყენებით ჩატარებული რეტროსპექტული კვლევის მიხედვით, 781 571 მოზრდილი ქალიდან 6647-ს დაესვა ენდომეტრიოზის დიაგნოზი (8,5 — 1000-ზე), ხოლო 25 425-ს — ფიბრომიალგიის დიაგნოზი (32 — 1000-ზე).
ამ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ენდომეტრიოზის მქონე ქალების 6%-ში ფიბრომიალგია გვხვდება, საერთო პოპულაციაში 3,2%-თან შედარებით. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნაა ისიც, რომ ენდომეტრიოზისა და ფიბრომიალგიის ერთდროულად მქონე ქალებში უფრო მოსალოდნელია OİH, შფოთვის ან დეპრესიის დიაგნოზის დასმა და მათთვის დამახასიათებელია ჯანდაცვის სერვისების გაზრდილი გამოყენება.
